ჩვენს შესახებ

   ჯიკომი წარმოადგენს მაღალხარისხიან მომსახურებაზე და გრძელვადიან ურთირთობებზე ორიენტირებულ კომპანიას. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ოპტიმალური გადაწყვეტები. რადგან თანამედროვე სამყაროში ბიზნესის წარმატება დიდად არის დამოკიდებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. კარგად გვესმის რომ ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ჩვენი კლიენტების წარმატებაზე.

ჩვნ ასევე ვართ მსოფლიოში კარგად ცნობილი და თავიან სფეროში წამყვანი ბრენდების: Ubiquiti Networks, Mikrotik, iXsystems, GCOM technology -ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.

company
choose

ჩვენი ხედვა

   ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, კარგად შევაფასოთ შესაძლებლობები და სწორად დავსახოთ მიზნები. ხოლო შემდეგ ეტაპზე დავგეგმოთ და განვახორციელოთ დასახული ამოცანები.

   თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები იძლევა პროცესების ავტომატიზაციის კარგ შესაძლებლობას. რაც გვეხმარება მაქსიმალურად გავზარდოთ მწარმოებლურობა და მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომების რაოდენობა. ხოლო ადამიანური როგორც ძვირადღირებული რესურსი გამოვიყენოთ გაცილებით რთული და ინტელექტუალური საქმიანობებისთვის.

   ჩვენ გვწამს გახნილი ურთიერთობების. რადგან ნდობის მოპოვება ძალზედ მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევისთვის. ჩვენი კვალიფიციური და მომხმარებელზე ორიენტირებული პერსონალი გაგიწევთ მომსახურებას რათა სასურველ დროში მიიღოთ სასურველი შედეგები.

დავიწყოთ ურთიერთობა

ჩვენი მიზნები

  • გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობის დამყარება ჩვენს მომხმარებლებთან.
  • დავეხმაროთ ჩვენს მომხმარებლებს წარმატების მიღწევაში. რადგან, ჩვენი მომხმარებლების წარმატებები პირდაპირპროპორციულია ჩვენი წარმატებების.
  • მოვიხვეჭოთ თქვენი ნდობა. რადგან, კმაყოფილი მომხმარებელი ყველაზე დიდ და კარგ რეკლამას წარმოადგენს ჩვენი კომპანიისთვის.
დავიწყოთ ურთიერთობა
feature