USB-C -დან USB3 -ზე გადამყვანი
კომპაქტური ადაპტერი (OTG), რომელიც განკუთვნილია სტანდარტული USB-A პორტის მქონე მოწყობილობების თანამედროვე USB Type-C პორტთან დასაკავშირებლად. მისი მეშვეობით მარტივად შეძლებთ ფლეშ მეხსიერების ბარათის, მაუსის, კლავიატურის ან სხვა პერიფერიული ტექნიკის მიერთებას ლეპტოპთან (მაგალითად: MacBook), პლანშეტთან ან სმარტფონთან, რომელსაც აქვს Type-C შესაერთებელი. მოწყობილობა მხარს უჭერს USB 3.0 სტანდარტს, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა მაღალი სიჩქარით გადაცემას. ადაპტერი გამოირჩევა მცირე ზომით და მყარი კონსტრუქციით. მუშაობს პირდაპირი მიერთების პრინციპით (Plug & Play).
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ადაპტერი თავსებადია ყველა მოწყობილობასთან, რომელსაც აქვს OTG ფუნქციის მხარდაჭერა.