ინფრაწითელი სხივის მოძრაობის სენსორი (ფოტოელემენტი) ინტეგრირებული რელეთი, მოდელი GM-S409. აღნიშნული მოწყობილობა წარმოადგენს უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტს და ფართოდ გამოიყენება ავტომატური ჭიშკრების, შლაგბაუმებისა და დაშვების კონტროლის სხვა სისტემებში. გადამცემსა და მიმღებს შორის არსებული უხილავი ინფრაწითელი სხივის გაწყვეტისას (ადამიანის ან ავტომობილის მიერ), სენსორი მყისიერად ააქტიურებს რელეს, რაც ხელს უშლის მექანიზმის დახურვას და თავიდან გარიდებთ ობიექტის დაზიანებას. მისი მოქმედების (სხივის დაფარვის) მაქსიმალური მანძილი 15 მეტრს შეადგენს.