RFID USB წამკითხველი და ჩამწერი, მოდელი GMAX GM-217-MF. მოწყობილობა განკუთვნილია დაშვების კონტროლის სისტემებში ბარათების პროგრამირებისა და ადმინისტრირებისთვის. იგი მუშაობს 13.56MHz სიხშირეზე და გააჩნია როგორც წაკითხვის, ისე ჩაწერის ფუნქცია შესაბამისი (Mifare/IC) სტანდარტის RFID ბარათებსა და ბრელოკებზე. წამკითხველი უერთდება კომპიუტერს სტანდარტული USB ინტერფეისის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს სისტემაში მომხმარებლის მონაცემების სწრაფ და მარტივ მართვას.