KT-V510 არის მობილური მონაცემთა ტერმინალი, რომელიც მუშაობს Android ოპერაციულ სისტემაზე. მოწყობილობა წარმოადგენს სრულეკრანიან PDA-ს, რომელიც ოპტიმიზირებულია ლოჯისტიკური, საველე და სასაწყობე ოპერაციებისთვის. მასში ინტეგრირებულია პროფესიონალური 2D გამოსახულების სენსორი (Imager), რომელიც უზრუნველყოფს 1D და 2D (QR) კოდების დეკოდირებას მაღალი სიზუსტით.
აპარატის ფუნქციონალში შედის NFC მოდული, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს RFID ბარათების/ტეგების წაკითხვა და იდენტიფიკაცია. მოწყობილობას გააჩნია სამრეწველო დონის დაცვა გარემო პირობების მიმართ (ნესტი, მტვერი) და დარტყმაგამძლე კორპუსი. მონაცემთა უწყვეტი გადაცემისთვის მხარდაჭერილია 4G LTE, ორზოლიანი Wi-Fi და Bluetooth კავშირი.
ტექნიკური მახასიათებლები:
-
ოპერაციული სისტემა: Android
-
სკანერი: ინტეგრირებული 1D/2D (QR/Data Matrix) Imager
-
NFC მხარდაჭერა: 13.56MHz (RFID ბარათების წაკითხვა/ჩაწერა)
-
ეკრანი: მაღალი რეზოლუციის სენსორული დისპლეი
-
კავშირი: 4G LTE, Wi-Fi, Bluetooth, GPS/A-GPS
-
კორპუსი: სამრეწველო (Rugged), IP65/IP66 დაცვის რეიტინგი
-
ინტერფეისი: USB Type-C