101D წარმოადგენს მრავალფუნქციურ ხელის სკანერს, რომელიც აღჭურვილია CMOS გამოსახულების სენსორით. მოწყობილობა ახდენს ციფრული გამოსახულების დეკოდირებას, რაც მას საშუალებას აძლევს წაიკითხოს როგორც სტანდარტული ერთგანზომილებიანი (1D), ისე ორგანზომილებიანი (2D/QR) კოდები. სენსორი თავსებადია როგორც ნაბეჭდ ზედაპირებთან, ისე თხევადკრისტალურ (LCD/OLED) ეკრანებთან.
მოწყობილობის მთავარი მახასიათებელია მონაცემთა გადაცემის სამი დამოუკიდებელი არხი:
-
Bluetooth (BT): პირდაპირი კავშირი სმარტფონებთან, პლანშეტებთან და ლეპტოპებთან დამატებითი ადაპტერის გარეშე.
-
2.4GHz უსადენო (WiFi): კავშირი კომპლექტაციაში შემავალი USB მიმღების (Dongle) საშუალებით იმ მოწყობილობებისთვის, რომელთაც არ აქვთ Bluetooth მხარდაჭერა.
-
USB სადენიანი: მონაცემთა გადაცემა და აკუმულატორის დამუხტვა კაბელის მეშვეობით.
სკანერს გააჩნია ავტონომიური შიდა მეხსიერება, რაც უზრუნველყოფს მონაცემების შენახვას კავშირის რადიუსიდან გასვლის შემთხვევაში.