ტრანსივერი (SFP მოდული), მოდელი GC01GRJ45. სტანდარტული ოპტიკური მოდულებისგან განსხვავებით, ეს არის ე.წ. სპილენძის (Copper) SFP ტრანსივერი, რომელიც აღჭურვილია სტანდარტული RJ45 პორტით. იგი აკონვერტირებს ქსელური მოწყობილობის (სვიჩი, როუტერი) SFP სლოტს ჩვეულებრივ 10/100/1000 Base-T გიგაბიტიან სპილენძის პორტად. მოდული უზრუნველყოფს მონაცემთა 1.25 Gbps-მდე სიჩქარით გადაცემას სტანდარტული Cat5e ან Cat6 ქსელის კაბელის (UTP/FTP) გამოყენებით 100 მეტრამდე მანძილზე. იდეალურია ქსელურ აპარატურაზე სპილენძის პორტების რაოდენობის სწრაფად და მარტივად გასაზრდელად.
SFP to RJ45
10/100/1000Mb