კოაქსიალური ატენიუატორი (RF Attenuator), რომლის ტექნიკური დანიშნულებაა რადიოსიხშირული სიგნალის ამპლიტუდის შემცირება განსაზღვრული მნიშვნელობით. მოწყობილობა უზრუნველყოფს სიგნალის 10 დეციბელით (10dB) შესუსტებას DC-დან 3GHz-მდე სიხშირულ დიაპაზონში.
მისი მაქსიმალური დასაშვები სიმძლავრეა 5 ვატი (5W). სისტემას გააჩნია 50 ომი ტალღური წინაღობა და აღჭურვილია N-ტიპის (N-Male / N-Female) კონექტორებით. გამოიყენება მიმღები ტრაქტის გადატვირთვისგან (Saturation) დასაცავად ან სიგნალის დონეების ბალანსირებისთვის საზომ სისტემებში.
შემცირება: 10დბ
სიხშირე: 3გჰ
სიზუსტე: ~0.5დბ
მაქს. სიმძლავრე: 5ვტ
კონექტორი: N type