ოპტიკურ-ბოჭკოიანი ქსელის პასიური ნაწილი — PLC (Planar Lightwave Circuit) ტიპის ოპტიკური გამყოფი, მოდელი PLC-Splitter-1x08-SC-UPC-SM. მოწყობილობა განკუთვნილია 1 შემომავალი ოპტიკური სიგნალის 8 თანაბარ (სიმეტრიულ) ნაწილად გასაყოფად. აღჭურვილია SC/UPC ტიპის კონექტორებით. PLC ტექნოლოგია უზრუნველყოფს სიგნალის სტაბილურ და ზუსტ განაწილებას ფართო ტალღურ დიაპაზონში. იგი ხასიათდება მაღალი საიმედოობით, მინიმალური დანაკარგებითა და მცირე ზომით, რაც აადვილებს მის განთავსებას სხვადასხვა ტიპის გამანაწილებელ კოლოფებსა და შემაერთებელ ქუროებში. ფართოდ გამოიყენება PON (FTTx) ქსელებში.
დაყოფა: 1:8
კონექტორის ტიპი: SC/UPC
ბოჩკოს ტიპი: ერთნაკადიანი
დანაკარგი: ~9 db