სტანდარტული RJ45 (8P8C) ტიპის ქსელის კონექტორი, რომელიც განკუთვნილია CAT5e კატეგორიის UTP (დაუფარავი) კაბელებისთვის.
იგი ფართოდ გამოიყენება ლოკალური ქსელებისა (LAN) და სადენიანი ინტერნეტის მოსაწყობად. უზრუნველყოფს მონაცემთა სტაბილურ და საიმედო გადაცემას. დამზადებულია მაღალი ხარისხის გამჭვირვალე პლასტმასისგან და აღჭურვილია მეტალის კონტაქტებით. კონექტორის კაბელზე დასამაგრებლად (დასაპრესად) საჭიროა შესაბამისი ქსელის ინსტრუმენტი (Crimping tool).