კომპიუტერის და ეკრანის საწმენდი საშვალება
სპეციალური საწმენდი ნაკრები, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ეკრანისა და ოპტიკური ზედაპირის მოვლისთვის. კომპლექტაცია ძირითადად მოიცავს გამწმენდ სითხეს (სპრეის), მიკროფიბრის რბილ ტილოსა და მტვრის მოსაშორებელ სპეციალურ ფუნჯს. იგი იდეალურია პერსონალური კომპიუტერის მონიტორების, ტელევიზორების, ლეპტოპების, პლანშეტების, სმარტფონებისა და ფოტოკამერის ლინზების უსაფრთხოდ გასაწმენდად. ეფექტურად და მარტივად აშორებს მტვერს, თითის ანაბეჭდებსა და ლაქებს ეკრანის დაზიანების ან დაკაწრვის გარეშე. სითხე ხასიათდება ანტისტატიკური თვისებებით, რაც იცავს ზედაპირს მტვრის სწრაფი დაგროვებისგან.