კიბერ უსაფრთხოება - არის პრაქტიკა დაცვის კომპიუტერების, სერვერების, მობილური მოწყობილობების, ელექტრონული სისტემების, ქსელების და მონაცემების მავნებლური შეტევებისგან. ეს ასევე ცნობილია როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოება ან ინფორმაციის ელექტრონული დაცვა. ტერმინი გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში დაწყებული ბიზნესიდან დამთავრებული მობილური კომპიუტერებით, ასევე შესაძლებელია დაიყოს რამოდენიმე კატეგორიად.
ქსელური უსაფრთხოება - არის კომპიუტერული ქსელის დაცვის პრაქტიკა, როგორც გამიზნულად შემტევებისგან ისევე მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფებისგან.
პროგრამული უსაფრთხოება - ფოკუსირდება პროგრამული უზრუნველყოფის და მოწყობილობების ვირუსებისგან დაცვაზე. დავირუსებულმა პროგრამებმა შესაძლოა მისცეს წვდომა მონაცემებზე რომლებიც განკუთვნილია დაცვისთვის. წარმატებული დაცვა იწყება პროექტირების ეტაპზე, ადრე ვიდრე პროგრამულად განთავსებამდე.
ინფორმაციული უსაფრტხოება - იცავს მონაცემების მთლიანობას და კონფიდენციალურობას როგორც საცავებში ასევე გზაში.
ოპერაციული უსაფრთხოება - შეიცავს პროცესებს და გადაწყვეტილებებს მონაცემების დამუშავების დაცვაზე. მომხმარებლების უფლებებზე როდესაც წვდომა აქვთ ქსელში და პროცედურებზე რომლებიც განსაზღვრავენ სად და როგორ უნდა განთავსდეს ან გაზიარდეს მონაცემები საერთო მოხმარებისთვის.
ავარიული აღდგენა და ბიზნესის უწყვეტობა - განსაზღვრავენ როგორ რეაგირებს ორგანიზაცია კიბერ ინციდენტებზე ან სხვა ნებისმიერ მოვლენაზე რომელიც ეხება ოპერაციების ან მონაცემების დაკარგვას. ავარიული აღდგენის პოლიტიკები განსაზღვრავენ ორგანიზაცია როგორ აღადგენს თავის ოპერაციებს და ინფორმაციას, რომ დაუბრუნდეს იმავე მუშა მდგომარეობას რაც იყო მოვლენამდე. ბიზნესის უწყვეტობა - არის გეგმა, რომელსაც მიმართავს ორგანიზაცია, მცდელობას იმოქმედოს განსაზღვრული რესურსების გარეშე.
საბოლოო მომხმარებლის განათლება ეხება ყველაზე არაპროგნოზირებად კიბერ უსაფრთხოებსი ფაქტორს, ადამიანს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შემთხვევით გაავრცელოს ვირუსი სხვა უსაფრთხო სისტემაში, უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. მომხმარებლების სწავლება წაშალონ საეჭვო ელექტრონული წერილები, არ მიაერთოს გაურკვეველი USB მოწყობილობები და სხვა. ეს გაკვეთილები წარმოადგენენ უმნიშნელოვანეს უსაფრთხოების საკითხებს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.
გლობალური კიბერშეტევების საფრთხე იზრდება სწრაფი ტემპებით. ყოველდღიურად მატულობს მონაცემების მოპარვების რაოდენობა. სამედიცინო სერვისებმა, საცალო ვაჭრობამ და საზოგადოებრივმა პირებმა ყველაზე მეტი დარტყმა განიცადეს. უმეტესობა ინციდენტებზე პასუხისმგებელნი არიან კიბერდამნაშავეები. ამ სექტორებიდან ზოგიერთები ძალზედ მიმზიდველები არიან კიბერდამნაშავეებისთვის, რადგანაც ისენი აგროვებენ ფინანსურ და სამედიცინო მონაცემებს.
იმის გათვალისწინებით რომ კიბერ შეტევების მაშტაბები გაიზრდება მომავალში, მონაცემების საერთაშორისო ორგანიზაცია პროგნოზირებს რომ 2022 წლისთვის მსოფლიო დანახარჯი კიბერუსაფრტხოებაზე მიახწევს 134 მილიარდ ამერიკულ დოლარს. მთავრობებმა მსოფლიოს მაშტაბით გააკეთეს რეაგირება მზარდ კიბერდანაშაულზე და სთავაზობენ დახმარებას ორგანიზაციებს. ხოლო ორგანიზაციები ნერგავენ უფრო ეფექტურ საშვალებებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
აშშ-ში სტანდარტების და ტექნოლოგიების ნაციონალურმა ინსტიტუტმა(NIST) შექმნა კიბერუსაფრთხოების სისტემა. საბრძოლველად მავნებლური კოდის გავრცელების ადრეული აღმოჩენის ეტაპზე. სისტემა რეკომენდაციას იძლევა მონიტორინგზე რეალურ დროში ყველა ელექტრონულ რესურსებზე.
სისტემის მონიტორინგის მნიშვნელობა ეხმიანება "10 ნაბიჯს კიბერუსაფრთხოებისკენ", მითითებულია ბრიტანეთის მთავრობის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის მიერ. ავსტრალიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი(ACSC) რეგულარულად აქვეყნებს რეკომენდაციებს ორგანიზაციებისთვის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ უახლეს კიბერსაფრთხეებს.
დავიწყოთ ურთიერთობა