• +995 322 420 449
  • sale@gcom.ge
Image

WiFi - უსადენო ქსელი

   დამეთანხმებით ალბათ, დღეს ციფრულ სამყაროში ძალზედ რთულია უსადენო ქსელის(WiFi) გარეშე რაიმე საქმიანობის წარმოება. რაც უფრო მეტი დრო გადის მით მეტი და მეტი უსადენო კავშირის მოწყობილობები და მომხმარებლები ჩნდებიან. შესაბამისად მოთხოვნა იზრდება და ტექნოლოგიაც ვითარდება. ახლანდელი სოლიდური მწარმოებლების უსადენო კავშირის ერთეული დაშვების სისტემის გამტარუნარიანობა გიგაბიტებს სცდება. უკვე გვაქვს 802.11 a/b/g/n/ac/ax სტანდარტები და ამ სტანდარტებზე მომუშავე მოწყობილობები, როგორც დაშვების სისტემები ასევე კლიენტის მხარეც. უსადენო ქსელის გაფართოებასთან ერთად მასზე ბიზნეს მოთხოვნებიც იზრდება და შესაბამისად მისი უსაფრთხოების საკითხებიც უფრო აქტუალური ხდება. რადგან ამავდროულად ქსელში უნებართვოდ შეხწევის მსურველებიც იზრდება.

Image

   მოგეხსენებათ როგორც ყველაფერმა ასევე უსადენო ქსელმა კარგად რომ იმუშაოს პირველ რიგში მას კარგად დაპროექტება და დაგეგმვა სჭირდება. შემდეგ კი შესაბამისი სისტემების მონტაჟი და კონფიგურირება. მდგრადობა და საიმედოობა ძალზედ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბიზნესისთვის. კარგად გამართული და დაცული ქსელი კი მაღალ კვალიფიციურ სპეციალისტებს საჭიროებს. ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი და წარმატებლი მუშაობის გამოცდილება ამ მიმართულებით. როგორც ინტერნეტ სერვის პროვაიდერებთან ასევე სხვა ბიზნეს მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ ჩვენი კვალიფიცირებული კადრებით დახმარება გაგიწიოთ აღნიშნული მიმართულებით განვითარებაში.

დავიწყოთ ურთიერთობა