აქ არ მოვყვებით რას წარმოადგენს ტელეფონია და რა მნიშვნელობა აქვს მას დღევანდელ ბიზნესში, მხოლოდ მოგაწვდით IP ტელეფონიის მცირე უპირატესობების ჩამონათვალს ანალოგურ და ციფრულ ტელეფონიასთან განსხვავებით.
VoIP კომპიუტერული ქსელის საშვალებით ხმოვანი და ასევე ვიდეო პაკეტების გადაცემის ტექნოლოგიაა. VoIP ტექნოლოგია საშვალებას გვაძლევს სატელეფონო საუბრები განვახორციელოთ ასევე ინტერნეტის გამოყენებით. ამ ტექნოლოგიას ინტერნეტტელეფონიასაც ეძახიან.
მომხმარებლების მიერ ამ მომსახურების შერჩევის ერთერთი მთავარი მიზეზი არის საუბრის ღირებულების სიიაფე, არ სჭირდება დამატებითი ქსელის გაყვანა ტელეფონიისთვის. ასევე გააჩნია საკმაოდ ფართო ფუნქციონალური შესაძლებობები რაც გამოიხატება თუნდაც სხვა სისტემასთან ინტეგრაციაში. VoIP აბონენტებს შორის კავშირის დასამყარებლად საჭიროა კომპიუტერული ქსელი. როგორც წესი, ამ შემთხვევაში, დაკავშირება უფასოა, თუ არ ჩავთვლით ინტერნეტით მომსახურების საფასურს. VoIP ტექნოლოგიაში არ არსებობს არხის დაკავების ცნება. რადგან მისი მონაცემები გადაიცემა პაკეტებით და არა ფიზიკურად სატელეფონო არხების მეშვეობით, როგორც ეს ხდება ანალოგურ და ციფრულ ტელეფონიაში.
VoIP ის მეშვეობით მიწოდებული ხმოვანი მომსახურების ხარისხი დამოკიდებულია აუდიო კოდეკებზე, ქსელის სიჩქარეზე და ასევე შეერთების არხის დატვირთვაზე საუბრის მიმდინარეობის პროცესში. ერთეული ხმოვანი ზარის ტრაფიკი საკმაოდ მცირე ქსელურ რესურსს საჭიროებს და იგი არ აღემატება ათეულობით კილობიტს. რაც ძალზედ უმნიშვნელოა დღევანდელი ქსელური ტექნოლოგიების რესურსებიდან გამომდინარე.
როგორც ყველა სხვა ინტერნეტ ტექნოლოგიაში VoIP ტექნოლოგიაშიც ძალზედ მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. ასევე მისი მრავალფუნქციური და ფართო შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად.
დავიწყოთ ურთიერთობა