მარშუტიზაცია წარმოადგენს დიდი ქსელების და ინტერნეტის განუყოფელ ნაწილს. მისი დანიშნულებაა დააკავშიროს ქსელები ერთმანეთს. გარკვეულ ორგანიზაციებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი ქსელები და საჭიროებენ მარშუტიზატორების და მარშუტიზაცისს დინამიური პროტოკოლების გამოყენებას. დღეისთვის ფართოდ გამოიყენება დინამიური მარშუტიზაციის პროტოკოლები როგორიცაა: RIP, EIGRP, OSPF, BGP. თითქმის ყველა ორგანიზაციას ვინც მოიხმარს ინტერნეტს საჭიროებს მარშუტიზატორს. მარშუტიზაციის გარდა მარშუტიზატორებს ასევე გააჩნიათ დამატებითი ფუნქციონალური შესაძლებლობები, როგორიცაა DHCP Server - რომელიც გამოიყენება დინამიური მისამართების დასარიგებლად. ვირტუალური დაცული ქსელების (VPN) კეთების შესაძლებლობა, ტრაფიკის შეზღუდვა გარკვეული მისამართებისთვის, მონაცემების ფილტრაცია firewall-ების გამოყენებით და სხვა.
ქსელის საიმედოდ მუშაობისთვის საჭიროა მარშუტიზატორის კარგად/სწორად კონფიგურირება. რადგან მასზე მიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქსელის უსაფრთხოება და ქსელის შეუფერხებელად მუშაობა.
დავიწყოთ ურთიერთობა