• Online Shop
  • +995 322 420 449
  • sale@gcom.ge
Image

IT მენეჯმენტი

   IT მენეჯმენტი ეხება ორგანიზაციის ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემების მონიტორინგს და ადმინისტრირებას: აპარატურას, პროგრამულ უზრუნველყოფას და ქსელებს. IT მენეჯმენტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უნდა შექმნას IT სისტემები ეფექტურად. არ არის უმნიშვნელო, დაეხმარო ადამიანებს იმუშაონ უკეთესად. ორგანიზაციების სულ უფრო მეტი რაოდენობა, საინფორმაციო ტექნოლოგიებს აყენებს სტრატეგიის ცენტრში. ციფრულ სამყაროში, IT დეპარტამენტებს ევალებათ გააკეთონ იმაზე მეტი ვიდრე ოდესმე.

   IT გარემო მოიცავს აპარატურის, ქსელის და პროგრამული უზრუნველყოფის უამრავ კომპონენტს, მათ შორის კომპიუტერებს, სერვერებს, მარშრუტიზატორებს, სვიჩებს, WiFi დაშვების სისტემებს, პროგრამებს, მიკროსერვისებსა, მობილურ ტექნოლოგიებს და სხვა. IT ინფრასტრუქტურა შეიძლება იყოს შენობაში, ღრუბლოვანში ან ჰიბრიდულ პლატფორმაზე, რომელიც ორივეს აერთიანებს. IT მენეჯერები აკონტროლებენ და მართავდნენ IT სისტემებს, რათა უზრუნველყონ ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი და საიმედო.

IT მენეჯმენტის პასუხისმგებლობები და ამოცანები მოიცავს:

  • ბიზნესის მოთხოვნების განსაზღვრას IT სისტემების მიმართ
  • დაგეგმვას და პროექტირებას
  • IT ბიუჯეტის და ხარჯების მართვას
  • უსაფრთხოების მონიტორინგს და შესაბამისობას
  • მაკონტროლებელ სისტემას და ქსელის უსაფრთხოებას
  • ახალი პროგრამული უზრუნველყოფის, აპარატურის და მონაცემთა შენახვის სისტემების დანერგვას
  • ტექნიკური დახმარების მიწოდებას

   IT დეპარტამენტებს, ძირითადად, ხელმძღვანელობენ IT მენეჯერები. ისინი განსაზღვრავენ IT სტრატეგიებს და მიზნებს და მათ რეალიზაციას. მრავალი IT მენეჯერი თვლის, რომ მათი როლი გაიზრდება უახლოეს მომავალში. ისინი მოელიან, მომსახურებიდან და მართვიდან გადასვლას უფრო მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქმედებებზე. მათი უმთავრესი მოვალეობა იქნება მნიშვნელოვანი ციფრული ცვლილების განხორციელება ახალი ინსტრუმენტების, გადაწყვეტილებებისა და ბიზნეს მოდელების შექმნის გზით.

Image

რატომ არის IT მენეჯმენტი მნიშვნელოვანი

   საინფორმაციო ტექნოლოგიები უდევს საფუძვლად თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულებას. ავტომატიზაცია, მონაცემთა დამუშავება და მუდმივად კარის გახსნას იქამდე არ არსებულ და წარმოუდგენელ შესაძლებობებისთვის ეფექტურობაში.

   ამავდროულად ორგანიზაცია დაუცველია თუ სისტემები არ მუშაობენ ეფექტურად ან საერთოდ არ მუშაობენ, ქსელის მუშაობის შეფერხება, მონაცემების დაკარგვა ან მავნებლური პროგრამების გავლენა დროის განმავლობაში.
IT მენეჯმენტის პრაქტიკა იძლევა გარანტიას რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები იქნება დაცული, ყოველთვის ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფენ მაქსიმალურ მწარმოებლურობას. IT მენეჯერები წამყვან როლს ასრულებენ ახალი სისტემების დანერგვაში, ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. IT მენეჯერებს დაჭირდებათ გააკეტონ მეტი ვიდრე ჩადონ რესურსი ახალ სერვისებში ან სისტემებში მუშაობის გასაუმჯობესებლად. ციფრული ტრანსფორმაცია მოითხოვს ინოვაციურობას და სტრატეგიულობის შესაძლებლობებს.

დავიწყოთ ურთიერთობა