• ინტერნეტ მაღაზია
  • +995 322 420 449
  • sale@gcom.ge
Image

IT მენეჯმენტი

    IT მენეჯმენტი არის ორგანიზაციის ყველა ტექნოლოგიური რესურსის (აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელები, მონაცემები, პერსონალი) დაგეგმვის, ორგანიზების, მართვისა და კონტროლის პროცესი. მისი მთავარი მიზანია უზრუნველყოს, რომ IT ინფრასტრუქტურა და სერვისები ეფექტურად ემსახურებოდეს ბიზნესის მიზნებს, იყოს უსაფრთხო, საიმედო და ხარჯეფექტური.

ძირითადი ასპექტები მოიცავს:
  • ინფრასტრუქტურის მართვას: სერვერების, ქსელების, კომპიუტერების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
  • პროგრამული უზრუნველყოფის მართვას: ლიცენზიების მართვა, განახლებები, აპლიკაციების მხარდაჭერა.
  • მონაცემთა მართვასა და უსაფრთხოებას: მონაცემთა შენახვა, დაცვა, სარეზერვო ასლების შექმნა, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა.
  • IT სერვისების მენეჯმენტს (ITSM): მომხმარებლებისთვის (თანამშრომლები, კლიენტები) IT სერვისების მიწოდება, ინციდენტებისა და პრობლემების მართვა (ხშირად ITIL ჩარჩოს გამოყენებით).
  • პროექტების მართვას: ახალი IT სისტემების დანერგვა ან არსებულის გაუმჯობესება.
  • ბიუჯეტირებასა და ხარჯების კონტროლს: IT დანახარჯების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია.
  • ადამიანური რესურსების მართვას: IT გუნდის დაკომპლექტება, განვითარება და მართვა.

   IT დეპარტამენტებს, ძირითადად, ხელმძღვანელობენ IT მენეჯერები. ისინი განსაზღვრავენ IT სტრატეგიებს, მიზნებს და მათ რეალიზაციას. მრავალი IT მენეჯერი თვლის, რომ მათი როლი გაიზრდება უახლოეს მომავალში. ისინი მოელიან, მომსახურებიდან და მართვიდან გადასვლას უფრო მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქმედებებზე. მათი უმთავრესი მოვალეობა იქნება მნიშვნელოვანი ციფრული ცვლილების განხორციელება ახალი ინსტრუმენტების, გადაწყვეტილებებისა და ბიზნეს მოდელების შექმნის გზით.

Image

რატომ არის IT მენეჯმენტი მნიშვნელოვანი

   საინფორმაციო ტექნოლოგიები უდევს საფუძვლად თითქმის ყველა ბიზნეს მიმართულებას. ავტომატიზაცია, მონაცემთა დამუშავება და მუდმივად კარის გახსნას იქამდე არ არსებულ და წარმოუდგენელ შესაძლებობებისთვის.

   ამავდროულად ორგანიზაცია დაუცველია თუ: სისტემები არ მუშაობენ ეფექტურად ან საერთოდ არ მუშაობენ, ქსელი მუშაობს შეფერხებით. მონაცემების დაკარგვა ან მავნებლური პროგრამების გავლენა დროის განმავლობაში წარმოადგენს დიდ რისკ ბიზნესისთვის.
IT მენეჯმენტის პრაქტიკა იძლევა გარანტიას რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები იქნება დაცული, ყოველთვის ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფენ მაქსიმალურ მწარმოებლურობას. IT მენეჯერები წამყვან როლს ასრულებენ ახალი სისტემების დანერგვაში, ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. IT მენეჯერებს დაჭირდებათ გააკეთონ მეტი ვიდრე ჩადონ რესურსი ახალ სერვისებში ან სისტემებში მუშაობის გასაუმჯობესებლად. ციფრული ტრანსფორმაცია მოითხოვს ინოვაციურობას და სტრატეგიული დაგეგმარების შესაძლებლობებს.

დავიწყოთ ურთიერთობა