• +995 322 420 449
  • sale@gcom.ge
Image

ოპტიკური ქსელი

   დღესდღეობით ყველაზე დიდ მანძილზე მაღალი და საიმედო მონაცემთა გამტარობით გამოირჩევა ოპტიკურბოჩკოვანი ქსელები. მისი მეშვეობით აკავშირებენ კონტინენტებს ერთმანეთს და მთლიანად ინტერნეტის აბსოლიტური უმეტესობა ოპტიკურბოჩკოვან ქსელზეა დაფუძნებული. ამჟამად ორგანიზაციებიც თავიანთი შიდა ქსელის მოსაწყობად ფართოდ იყენებენ აღნიშნულ ტექნოლოგიებს. ოპტიკურბოჩკოვანი ტექნოლოგიის ასევე დადებით მხარეს წარმოადგენს კაბელის სიიაფე და სისმუბუქე. ოპტიკურბოჩკოვანი კაბელის ერთ წვერს ტერაბიტობით წამში მონაცემები შეუძლია გაატაროს. ხოლო მის სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ოპტიკური წვერის სიმყიფე. მკვეთრ მოხრაზე შეიძლება გატყდეს ან დაკარგოს გამტარიანობა. ამიტომ კაბელის გარსი შეძლებისდაგვარად მყარი აქვს და ზოგიერთ შემთხვევებში ბრონირებულიც კი. მაგალითისთვის, ოკიანის ფსკერზე ჩადებული კაბელები გამოირჩევა მაღალი დონის დაცვით, როგორც გაჭიმვაზე ისე დაწოლაზე. თანამედროვე ქსელური აპარატურის უმეტესობას აქვს ოპტიკური კაბელის მიერთების შესაძლებლობა შესაბამისი ტიპის ინტერფეისების გამოყენებით. ოპტიკური ღეროები ტექნოლოგიურად იყოფა ორ კატეგორიად. ერთ ნაკადიან და მრავალნაკადიან ტიპებად. მრავალნაკადიანი ბოჩკოს უარყოფითი მხარეა მისი გავრცელების მოკლე მანძილი. მაქსიმალური სიგრძე შეიძლება იყოს 800 მეტრამდე. ხოლო ერთნაკადიანი ბოჩკოს შემთხვევაში მანძილები გაცილებით დიდა. შესაძლებელია ასეულობით კილობეტრებიც იყოს. ოპტიკური ბოჩკოს ღერო შედგება ორი ფენისგან. გარე გარსის დიამეტრი დაახლოებით 125 მიკრომეტრია. ხოლო შიდა ღეოს დიამეტრი ერთნაკადიანის შემთხვევაში დაახლოვებით 9 მიკრომეტრი და მრავალნაკადიანის შემთხვევაში დაახლოვებით 50 მიკრომეტრი. ოპტიკური ტექნოლოგიის ერთ-ერთ სუსტ მხარედ შიძლება ჩაითვალოს ოპტიკური ღეროს გადაბმის ტექნოლოგიის სირთულე. მისი ზომებიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალტექნოლოგიური, ზუსტი და ძვირადღირებული შედუღების აპარატურა სჭირდება.

Image

   ჩვენს კომპანიას ოპტიკურბოჩკოვან კაბელებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებით აქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ტქნოლოგიის სირთულიდან გამომდინარე მასთან მუშაობა მოითხოვს ვიწრო და სპეციფიკურ ცოდნას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიოთ კვალიფიციური მომსახურება.

დავიწყოთ ურთიერთობა